კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვლადიმერ მასურაშვილი, რომელიც 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაიღუპა, საბურთალოს პანთეონში პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიალზე სამგლოვიარო მარში შესრულდა და საპატიო ზალტიც გაისროლეს.
დაღუპულის პატივის მისაგებად, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიალზე მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
დაკრძალვამდე, სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიაში გაიმართა.
შს სამინისტროს განცხადებით, 32 წლის ვლადიმერ მასურაშვილი 26 მაისის ღამით, არასანქცირებული აქციის დაშლისას დაიღუპა.