ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი მზადაა გადადგეს, იმ შემთხვევაში თუ მას და მისი ოჯახის წევრებს ხელშეუხებლობის გარანტიას მისცემენ.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთში გამომავალი არაბული გაზეთი "ა-შაკრ ალ-ასუატ"-ი ლიბიის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს.
კომპრომისული ვარიანტზე მუშაობს ამჟამად კადაფის შვილი სეიფ-ალ ისლამი, რომელიც კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
უნდა აღნიშნოს, რომ შუამალის მისიის შესრულება რუსეთმა იკისრა, რომლის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ კადაფი უნდა წავიდეს და ნატონ უნდა შეწყვიტოს ლიბიის დაბომბვა.