რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, სამართალდამცველებმა არასანქცირებული გეი-აღლუმი დაარბიეს. როგორც „ევრონიუსი" იუწყება, დაკავებულია რამდენიმე ათეული არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანი. დაკავებულთა შორის რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებიან.
ჰომოსექსუალების უფლებების დამცველების განცხადებით, ეს დარბევა იყო შოკისმომგვრელი.
„მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვი ნაცისტების წინააღმდეგ იდგა. ნაცისტები მოგეხსენებათ სასტიკი მეთოდებით იბრძონდნენ ებრაელების, კომუნისტებისა და ჰომოსექსუალების წინააღმდეგ. ახლა კი მოსკოვის მერი მოიქცა ნაცისტივით", - განაცხადა დიდმა ბრიტანელმა უფლებათა დამცველმა პიტერ ტაჩელმა.
გეი-აღლუმის ჩატარება კრემლთან ახლოს იგეგმებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გასული წლის ოქტომბერში რუსეთი მსგავსი აღლუმების აკრძალვისთვის დააჯარიმა.