თბილისში, ჯიქიის ქუჩის #8-ში პროდუქტების შესანახი ბარაკის ტიპის შენობა დაიწვა.
ხანძარი მოედო სახურავსაც.
იყო საშიშროება ცეცხლი სხვა სახლებზეც გადასულიყო, თუმცა სახანძრო ბრიგადებმა ამის თავიდან არიდება შეძლეს. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე წუთში მოახერხეს.
დამწვარია დაახლოებით 70 კვადრატული მეტრის ფართობი. ინციდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.