აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში ხვალ, 30 მაისს გაიმართება.
პანაშვიდის ჩატარების ადგილი ამჟამად ზუსტდება.
თავად, სერგეი ბაღაფშს კი ოჩამჩირის რაიონში მდებარე მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ, იქ სადაც მისი მშობლები არიან დაკრძალულნი.
დაკრძალვის დღე სოხუმში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადაწყდება, რომელიც დღესა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ამ დილით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
მის ნაცვლად, სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს.