დღეს დილით მოსკოვის 83-ე კლინიკურ საავადმყოფოში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა.
„ამ დილით სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა", _ განაცხადა ბაღაფშის დაცვის უფროსმა ანდრეი ბობუამ.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების გამო, სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს.ეს განცხადება აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ გააკეთა.
დღესვე ბაღაფშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის უშიშროების საბჭო შეიკრიბება.