ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენს სამშობლოს ამ ჭირს აუცილებლად მოვაშორებით ყველა კონსტიტიციური და ცივილიზებიული მეთოდის გამოყენებით, როგორც ამას ყველა თავმოყვარე ერი აკეთებს. განაცხადა "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ბათიაშვილის სახლში გამართულ ბრიფინგზე.
"ეხლა წავიდეს ჩვენი ხელისუფლება და ხან გადაამონტაჟოს, ხან გადმოამონტაჟოს, ხან სიტყვა ჩაამატოს ხან ამოაკლოს - ვერაფერს დაგვაკლებენ. არ არსებობს არც ერთი რეალური საბუთი იმისა, რომ რომელიმე ადამიანის მხრიდან ვინც სახალხო კრების სადავეებთან იდგა რამე შეიძლება დაგეგმილიყო", _ აცხადებს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ აბსურდებზე თავის მართლებას არ აპირებს.
"ვინ არის ამ ქვეყნის მეტი პატრიოტი პალიკო კუბლაშვილი და გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი თუ ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე და ირაკლი ბათიაშვილი და თითოეული ჩვენგანი. ვერ ერთი ვერ შეგვედრება ამ ქვეყნის სიყვარულში. დიახ ამ ქვეყანას გადავარჩენთ, თქვან თუ მაგარი ბიჭები არიან არიან და დაამტკიცონ საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებით თუ რაიმე დანაშაულია ჩადენილი - ვერაფერს დაამტკიცებენ, მათი მთავარი ამოცანაა ხალხს ტვინი აუბნიონ - არ გამოუვათ", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.