სააკაშვილისათვის ნომერ პირველი სამიზნე მუდმივად ჩემი რეპუტაცია იყო. განაცხადა "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ბათიაშვილის სახლში გამართულ ბრიფინგზე.
"სააკაშვილისათვის ნომერ პირველი სამიზნე მუდმივად ჩემი რეპუტაცია იყო და ამ რეპუტაციის შელახვას ვერ მოახერხებს, სიმართლე ყოველთვის ირკვევა დაყოველთვის ჩანს . ისინი იძულებული იქნებიან დადონ კადრები. კადრები დასტიურად იმისა, რომ არც ერთი ლიდერი არ გაქცეულა და არც ერთ ლიდერს ხალხი არ მიუტოვებია", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ 26-ში ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ღამით მივიდა, მისთვის არც ერთ მოქალაქეს საყვედურიც კი არ უთქვამს.
"მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რომ მივედი იქ იყვნენ იმ ადამიანების ოჯახის წევრები ვინც დაზარალდა და არც ერთ ადამიანს საყვედური არ უთქვამს ჩემთვის - ყველამ თქვა, რომ ბრძოლა გავაგრძეოთ, რომ რისთვისაც მოვედით და რაც დავიწყეთ ის საქმე ბოლომდე მივიყვანოთო", _ აცხადებს ბურჯანაძე.