საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს ახალი თავმჯდომარე ჰყავს . როგორც "ჯი-ეიჩ-ენმს" კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირიდან აცნობეს, კავშირის წევრთა XVIII ყრილობამ კავშირის თავმჯდომარედ კახა ცაბაძე აირჩია. კახა ცაბაძე საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს ხუთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ყრილობას 129-დან 93 წევრი ესწრებოდა. კავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი.
კახა ცაბაძეს დამსწრეთაგან 75-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ბარამ ბარამიძეს - 18-მა.
ყრილობამ ასევე კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობა აირჩია 19 კაცის შემადგენლობით. გამგეობის წევრობი გახდნენ: კახა ცაბაძე, გიორგი შავერზაშვილი, ზურაბ ნადარეიშვილი, ვაჟა აზარაშვილი, მარინა ქავთარაძე, მაია ვირსალაძე, გულბათ ტორაძე, თამარ წულუკიძე, ლიდია (დოდო) გოგუა, ნინო (ნია) ბახტაძე, ნინო მესხი, შალვა დავითაშვილი, ელიზბარ ლომდარიძე, თეონა კახიძე, რუსუდან ხორავა, მიხეილ ოძელი, ბარამ ბარამიძე, ნათელა მამალაძე და ზურა ოიკაშვილი.