"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, როგორც არც უნდა იყვნენ გამწარებულნი სპეცდანიშვილების რაზმის ნაწილებზე იცოდნენ და ახსოვდეთ, რომ ისინი მათი თანამოქალააქეენი და თანამემამულეები არიან.
"მართალია, ისინი უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ჩვენი ჩვენი თანამოქალაქეები და თანამემამულეები არიან", - აცხადებს ბათაიშვილი და აღნიშნავს, რომ "სახალხო კრების" ლიდერები ხელისუფლებისაგან განსხვავებით დიდსულოვანი ხალხია.
"ჩვენ დიდსულოვანი ხალხი ვართ. ჩვენში არ არის ანგარიშსწორება და სიძულვილი და მე ვაპირებ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ამ ჩვენი პოლიტიკური ძალისხმევისა და დიდი პროცესის გაგრძელებას", _ აცხადებს ბათიაშვილი.