ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური სამარე - ყველაფერი ახლა იწყება. აცხადებს "სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილმა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი დარბევის კომენტირებისას.
"ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური სამარე. მათ თავის დაისამარეს და საკუთარ თავს განაჩენი გამუტანეს. ხალხს ვეღარ გააჩერებ, ამას თვითონაც ხვდებიან, ეს ამით კი არ დამთავრდა- ეს არის დასასრულის დასაწყისი. ეხლა უკვე მთელი საქართველო არის შეკრული. ასე იყო მაშინაც - ეროვნულ მოძრაობას ხალხის რაღაც ნაწილი გვიჭერდა მხარს, ხოლო 9 აპრილის მერე მთელი საქართველო ფეხზე იდგა. აი თავისი უტვინობით რა გააკეთეს", _ აცხადებს ბათიაშვილი და აღნიშნავს, რომ მას არ სჯერა, რომ მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე ორი ნაპოვნი მიცვალებული დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რა მოხდა. ხედავთ დღეს კიდევ ორი ადამიანი იპოვეს და გჯერათ რომ ის ორი ადამიანი დენით გარდაიცვალა? კიდევ რამდენი შეიძლება გამოჩნდეს. ოთხი ადამიანი განა ცოტაა? და 40 მდე დაშავებული განა ცოტაა?", _ აცხადებს ბათიაშვილი.