"ბართლომეს ღამე", "სისხლიანი 26 მაისი", "ჩვენი ამოწყვეტის ოპერაცია" უწოდა "სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ქმედებებს.
"ის რაც გააკეთა სააკაშვილმა, როდესაც 26 მაისს "ბართლომეს ღამე" მოუწყო საკუთარ ხალხს, სისხლიანი 26 მაისი გაუთენა და მეორე დღეს სიმღერები და ცეკვა-თამაში გამართა, ეს არის შემზარავი რამ. ყველამ კარგად იცით მე 1989 წლის 9 აპრილს იქ ვიყავი, როდესაც საბჭოთა ოკუპანტები გვარბევდნენ როდიონოვის მეთაურობით. როდონოვსაც კი არ გაუკეთებია ის, რომ გასასვლელი არ დაეტოვებინოს. მან გასასვლელი დატოვა და მხოლოდ ერთი მხრიდან მოდიოდა",_ აცხადებს ბათიაშვილი და ჩატარებულ ოპერაციას ქართველების ამოწყვეტის ოპერაციის კვალიფიკაციას აძლევს.
"ის რაც გააკეთა 26-ში საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმებმა, როდესაც ყველა მხრიდან წამოვიდნენ. რა დაშლის ოპერაცია? ძალის გადამეტებაზე კი არ არის საუბარი, ეს იყო ჩვენი ამოწყვეტის ოპერაცია", _ განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.