"სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა რუსთაველის გამზირზე დარბევის შედეგად დაპატიმრებულ ადამიანებს თანადგომა გამოუცხადა.
"მინდა სრული თანადგომა გამოვუცხადო და ეს თანადგომა საქმეში გამომჟღავნდება, ასეულობით დაპატიმრებულს. მე არ ვიცი საქართველოს ისტორიაში საერთოდ ამდენი პოლიტიკური პატიმარი. ასეთი მასობრივი რეპრესიები მემგონი ჩვენ არ გვახსოვს", _ განაცხადა ბათიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.