სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად, სასჯელს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით კიდევ ორი მსჯავრდებული მოიხდის.
მსუბუქი დანაშაულის ჩადენის გამო მათ სასამართლომ ალტერნატიული სასჯელი შეუფარდა.
მსჯავრდებულები თბილისის დასუფთავების სამსახურში იმუშავებენ. მათ კონტროლს კი პრობაციის ეროვნული სააგენტო თანამედროვე მონიტორინგის საშუალებით განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ეს ახალი სერვისია, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დანერგა.