ანაკლიის პატრიოტთა ბანაკმა დამსვენებლების მიღება დაიწყო. საზაფხულო ბანაკში წარჩინებული მოსწავლეები დაისვენებენ. პირველი ნაკადი გორის კერძო სკოლების ათი მოსწავლე იქნება, რომლებიც ბანაკში დღეს დილიდან გაემგზავრნენ.
გორიდან წელს 14-დან 17-წლამდე ასაკის 30-მდე წარმატებული მოსწავლე დაისვენებს.
პატრიოტთა მეორე თხუთმეტკაციანი ჯგუფი ანაკლიაში ივნისში გაემგზავრება. მოზარდები საერთაშორისო ბანაკში ათი დღის განმავლობაში დარჩებიან.