ადვოკატ ეკა ბესელიას აზრით, ვიდეომასალები, რომლებიც ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახის წინააღმდეგ იქნა გამოქვეყნებული, არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს.
„ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალები არ არის მტკიცებულება. ვიდეომასალები ბევრ შეკითხვას და ეჭვს ბადებს. მტკიცებულის მიღებამდე კი ბევრი პროცედურის დაცვაა საჭირო", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ბესელიამ.
აღნიშნულ კონტექსტში, მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერს არ მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ნინო ბურჯანაძისა და ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად მტკიცებულებები აქვს.
შეგახსენებთ, რომ შსს-იმ რამდენიმე ვიდეო და აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზეა საუბარი.