ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით, ამ წუთებში რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის მიმართულებით მდუმარე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობას არასამთავრობოების გარდა სოლიდარობა გამოუცხადა რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმაც. მსვლელობაში მონაწილეობენ ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე.
"ჩვენ ვართ პირველ რიგში ადამიანები და შემდეგ ვართ პოლიტიკოსები. აღშფოთებული ვართ იმ სისასტიკითა და ნადირობით, რომელსაც 26 მაისს ხელისუფლების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ "წინააღმდეგობის აქციას", როგორც ადამიანები და როგორც პოლიტიკოსები.
მე აქ მოვედი როგორც პიროვნება და როგორც პოლიტიკოსი", _ განუცხადა მდუმარე აქციაზე მისულმა კოკა გუნცაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. აქციაზე მისულ ლევან გაჩეჩილაძეს კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება თავად უფლებათა დამცველებს ნანა კაკაბაძის შეფასებით აღნიშნული აქცია არის პოროტესტი ხელისუფლების ძალადობასა და უმსგავსობეაზე რომელსაც ის საკუთარი ხალხის წინაღმდეგ ატარებს.
"ის რაც 26 მაისს მოხდა იყო ვანდალიზმი. ასე საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ჯარიც კი არ მოქცევია. ხალხის პროტესტი 26 მაისის ღამით არ დასრულებულა პირიქით ის იმ დროს დაიწყო",_ განუცხადა კაკაბაძემ ჟურბალიტებს.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობოებმა საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე რუსთაველის ძეგლთან შეკრებილ ადამიანებს სპეციალური მიმართვის ტექსტიც გააცნეს, რომელსაც ისინი ევროკავშირის ელჩს , ევროპის საბჭოს, დოპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს გაუგზავნიან.
მსვლელობის გამო რუთაველის გამზირზე კონკრეტულად კი რუსთაველის მეტროდან პარლამენტის შენობის მიმართულებით სამანქანო გზის მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია.