ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ კავკასიური სოლიდარობის ჯგუფმა აქცია გამართა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს და დაგმეს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა.
აქციაზე წარმოდგენილი იყო დემონსტრაცის დარბევის ამსახველი ფოტომასალა. რამდენიმე ათეული ამერიკელი ახალგაზრდა აქციას შეუერთდა.
"ის რაც თბილისში მოხდა, არის ბარბაროსობა და დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა. საქართველო დგას სრული ტირანიის დამყარების საფრთხის წინაშე და ყველა მოქალაქემ ამის წინააღმდეგ უნდა გამოთქვას პროტესტი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამერიკის მთავრობამ შეწყვიტოს სააკაშვილის რეჟიმის დახმარება. ამერიკელი გადამხდელების ფული უნდა მოხმარდეს ქართველ ხალხს და ქვეყანაში დემოკრატიას და არა ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. ამასთანავე, პროტესტი ტირანიის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს, ეხლა გაჩუმების დრო არ არის", - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" საუბარში ირაკლი კაკაბაძემ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, იურისტი თამარ გურჩიანი აცხადებს, რომ ის რაც მოხდა არის დანაშაული ხალხის წინაშე. "არ აქვს მნიშვნელობა დემონსტრანტებს სანქციის ვადა გასული ქონდათ თუ არა. ეს იყო დანაშაული და აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა", - ამბობს თამარ გურჩიანი.
"ამერიკის ხმა" აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის წინ გამართულმა აქციამ იქ მყოფი ათეულობით ამერიკელი მოქალაქის და ჩამოსული ტურისტების დიდი ინტერსი გამოიწვია. აქციაზე წარმოდგენილი იყო დემონსტრაცის დარბევის ამსახველი ფოტომასალა. რამდენიმე ათეული ამერიკელი ახალგაზრდა აქციას შეუერთდა.