გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს მიერ აშშ-სგან თავდაცვითი იარაღის შეძენის საკითხზე ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
ამის შესახებ მაკკეინმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა და აქვე განმარტა, რომ ეს საქართველოს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობას მისცემს.
„ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს თავდაცვითი იარაღის შეჩენის უფლება. აქტიურად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველომ ეს შესძლოს. ამით საქართველო საკუთარი თავის დაცვას უზრუნველყოფს, რადგან რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკუთარი პოზიციების გაძლიერებას აგრძელებს, არიგებს რუსულ პასპორტებსა და არღვევს საერთაშორისო ნორმებს", - განმარტა მაკკეინმა.