დღეს, 28 მაისს, 15:00 საათზე, რუსთაველის ძეგლთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ძალადობის წინააღმდეგ აქციას გამართავენ. ამის შესახებ მედიაკავშირ "ობიექტივში" გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა.
არასამთავრობოების შეფასებით, ის, რაც 26 მაისის ღამეს პარლამენტთან მოხდა, ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყო.
აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას რუსთაველის ძეგლთან მისვლისა და ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხარვისკენ მოუწოდებენ.