დღეს, 28 მაისს, 14:00 საათზე, ეკვადორის კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) 6 ეკვადორელი თანამედროვე მხატვრის 60 ნამუშევარი გამოიფინება. ექსპოზიცია სახელწოდებით "Art is love, Ecuador Loves Life" 31 მაისამდე გაგრძელდება.
28 მაისს, 20:00 საათზე, "ეკვადორის კინოს დღეებს" რუსთაველის კინოთეატრში ჰოლივუდში მოღვაწე ეკვადორელი რეჟისორის სებასტიან კორდეროსის ფილმი გახსნის. ამავე კინოთეატრში 29-30-31 მაისს ეკვადორელი რეჟისორების 2-2 ფილმი იქნება ნაჩვენები.
29 მაისს საღამოს ეკვადორელები ბათუმში ფოლკლორულ კონცერტს გამართავენ.
ეკვადორის ოფიციალური დელეგაციის პრეზიდენტია ეკვადორის ელჩი თურქეთში აუგუსტო საა.