დოვილში "დიდი რვიანის" სამიტის შეჯამებისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ოთხი ვერტმფრენმზიდის „მისტრალის" მიყიდვა საფრთხეს არ წარმოადგენს მესამე ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
სარკოზის განცხადებით, მისტრალის მიყიდვა რუსეთისთვის არანაირად არ უკავშირდება მის პოზიციას ლიბიასთან დაკავშირებით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს ლიბიასთან შუმავლის როლი ეკისრება, რათა დაარწმუნის კადაფი, რომ ის თანამდებობიდან გადადგეს.
"დიდი რვიანის" მიერ მიღებულ საბოლოო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კადაფის ბედი მის ხელთაა.
დიდი რვიანი ასევე შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფინდის ხელმძღვანელად საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის კრისტინ ლაგარდის კანდიდატურაზე, თუმცა სარკოზის განცხადებით, : ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კანდიდატურების იგნორირება მოხდება".