ნინო ბურჯანაძის თქმით, თუ ხელისუფლებამ იცოდა რომ რამდენიმე კვირით ადრე მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და მის წინააღმდეგ არაფერი გააკეთა, ეს არის ერთი მხრივ, თანამდებობრივი გულგრილობა და მეორე მხრივ, სახელმწიფოს წინაშე ღალატი, რაც სამართლებრივად უნდა დაისაჯოს.
"სახელმწიფო როცა ამბობს, რომ მათ იიცოდნენ გეგმა, რომლითაც მზადდებოდა ქვეყანაში მომხდარიყო არეულობები და მომხდარიყო ძალადობრივი გზით რევიოლუცია და გადატრიალება, მაშინ კონსტიტუციის მიხედვით, ამის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ და გადატრიალება უნდა აღეკვეთათ. თუ არაფერი გააკეთა ეს ნიშნავს თანამდებობრივ გულგრილობასა და ღალატს. რაც სამართლებრივად დასჯადია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ქმედება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებს არ გავცდენილვართ და ჩვენი ყველა მოქმედება იყო კანონიერი", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ასევე ინტერესდება იმით, რომ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ყველა ის სანქცია, რის საფუძველზეც აღიძრა საქმე და რის საფუძველზეც დაამონტაჟა მოსასმენი აპარატურა სახალხო კრების ოფისში.