"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს ირაკლი ბათიაშვილის ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარებას სთხოვს.
"მივმართავ ასევე საქართველოში მცხოვრებ ყველა თავმოყვარე ადამიანს, რომელმაც იცის, სად და როგორ იმყოფება ირაკლი ბათიაშვილი, აცნობოს მისი ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებს. ჩვენ გვაინტერესებს ირაკლის ბედი. სხვადასხვა წყაროდან მივიღეთ ინფორმაციები, რომ ის ნახეს ძალოვანი უწყებების ხელში. თუ საქართველოს მცირე პროცენტით მაინც შერჩა ცივილიზაცია და თუ არ გადაიქცა ჩრდილოეთ კორეად და საბჭოთა კავშირად, ხელისუფლებამ უნდა გამოაჩინოს ბათიაშვილი", - განაცხადა ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქით, ის, რომ საქართველო დღეს თავისუფალია, "ირაკლი ბათიაშვილისა და მისნაირების დამსახურებაა".
"მე ბოლომდე ვიბრძოლებ ირაკლი ბათიაშვილის დასახმარებლად", - განმარტა ბურჯანაძემ.