დამოუკიდებელინ დეპუტატი, პარტია "თავისუფალი-დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას აქციის დარბევისას დაკარგული მოქალაქეების ადგილსამყოფელის დროულად დადგენისკენ მოუწოდებს.
როგორც ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 26 მაისის ტრაგედიის ღამეს 10 ადამიანი გაუჩინარდა, რომელთა შესახებაც ამ დრომდე არაფერია ცნობილი.
„მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა დადგინდეს ამ ადამიანების ადგილსამყოფელი. დაუბრუნონ ისინი თავიანთ ოჯახებს ან ცოცხლები, ან მკვდრები - სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ ვპოულობ", - განმრატა ცაგარეიშვილმა.
ამასთან, მან პარლამენტის სასახლის წინ განვითარებული მოვლენების დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაზარებულების მიმართ კი თანაგრძნობა გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ მიტინგის დარბევისას გაუჩინარებულ ადამიანებს შორის ირაკლი ბათიაშვილიცაა.