ირაკლი ბათიაშვილი ვეძებეთ ყველგან მოდულის შენობაში, დიღმის სამმართველოში, სასამართლოებში, საავადმყოფოებში - იგი არსად ჩანს. აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი "პოლი ტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
"აცხადებენ, რომ არც ერთი ლიდერი დაკავებული არ არის, ირაკლი ვეძებენ ყველგან მოდულის შენობაში, დიღმის სამმართველოში, სასამართლოებში, საავადმყოფოებში - იგი არსად ჩანს. თუ დაკავებული არ არის, მაშინ სად არის", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაკაბაძე და ეჭვს გამოთქვამს, რომ ბათიაშვილის გაუჩინარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მზადდებოდეს მოდელირებული გადაცემის, რაღაც მსგავსი ან რაიმე სახის უბედური შემთხვევა იყოს მომხდარი.
"შესაძლოა რაღაც მოდელირებული გადაცემის რაღაც მსგავსს ამზადებენ და ამისათვის მიდიოდეს ირაკლის დამუშავება ან უკვე იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ რამე უდებური შემთხვევა იყოს მომხდარი. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ამ დრომდე გამქრალია და მის შესახებ ინფორმაცია არსად არ არის", _ აცხადებს სააგენტოსთან საუბარში კაკაბაძე.