წუხელ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე "ფიატის" მარკის ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა მართავდა, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი მცირე ხევში გადავარდა.
ავტომობილში ხუთი ქალი იჯდა, აქედან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი ოთხი კი თბილსის კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამაკმაყოფილებელია.