თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულში აფეთქება მოხდა. როგორც ტელეკომპანია "სი-ენ-ენ თურქი" იუწყება არიან დაღუპულები და დაშავებულები.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძიმედ დაჭრილია 7 ადამიანი. აფეთქების რაიონში მობილიზებულია სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ავტომანქნები. აფეთქების დეტალები ამ დროისათვის არ ვრცელდება. აფეთქების პერიმიეტრში იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ამ დროისათვის უცნობია.