"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, რომლის ადგილსამყოფელი წუხელ აქციის დარბევის შემდეგ უცნობი იყო, ცოცხალია და შვილთან ერთად იმყოფება, თუმცა გაჩეჩილაძის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი არ კონკრეტდება.
ლევან გაჩეჩილაძის ძმა გიორგი გაჩეჩილაძე სასტიკად ნაცემი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ამასთან ერთად, ჯერ-ჯერობით, კვლავაც უცნობი რჩება თუ სად იმყოფება "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.