დღეს სტუდენტთა თვითორგანიზებული ჯგუფი "ლაბორატორია 1918" ძალადობის საწინააღმდეგო აქციას გამართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ. აქცია რუსთაველის გამზირზე განხორციელებული ძალადობის პასუხი იქნება. "თვითორგანიზებულ სტუდენტთა ჯგუფი ლაბორატორია 1918 გმობს ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობასა და დარბევას. პროტესტულად განწყობილი ხალხი არ უნდა გახდეს ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი და რეპრესიულ-პოლიციური სახელმწიფოსა და ოპოზიციის ავანტიურისტული მანიპულაციების მსხვერპლი. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ ამგვარ სიტუაციას, ძალადობას, მილიტარიზმს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, რომლებიც იზიარებენ ამ მოსაზრებებს, შემოგვიერთდნენ პროტესტის გამოსახატავად ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან" - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში. აქცია დღეს, დილის 11 საათზე გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ.