"ქართული პარტიის" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ადგილსამყოფელი დაუდგენელია.
როგორც "მაესტროს" მისმა ოჯახის წევრებმა განუცხადეს, აქციის დარბევის შემდეგ გაჩეჩილაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად ამ დროისთვის დაუდგენელია მისი ვაჟის ადგილსამყოფელიც.
პარლამენტის წინ დარბეული აქციის შემდეგ ვერ ხერხდება ვერც ირაკლი ბათიაშვილთან დაკავშირება.