"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის შეფასებით, ის, რაც პარლამენტის წინ ცოტა ხნის წინ მოხდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა მომიტინგეთა დაკავების ოპერაცია იყო.
"ეს იყო მომიტინგეებზე ანგარიშსწორება. სხვა არაფერი, თუ არა მათი დაკავების ოპერაცია", - განუცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია "მაესტროს".
მისივე შეფასებით, ხელისუფლების ეს ქმედება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებისთვის მასობრივი წინააღმდეგობა რომ გაეწია.
"დღეს პოლიცია იყო არაადეკვატური, რომელმაც გამოიყენა სრულიად გაუმართლებელი და დანაშუალებრივი ძალა. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, აქციის მონაწილეების მხრიდან მასობრივი წინააღმდეგობა და არდამორჩილება რომ ყოფილიყო. ამას ადგილი არ ჰქონია. ისევე როგორც 7 ნოემბერს, სპეცრაზმა ხალხი ალყაში მოაქცია", - აღნიშნა ხიდაშელმა.