რუსთვაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დასუფთავების საქალაქო სამსახური მუშაობს. ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ნაგვისგან წმენდენ, რათა რუსთაველის გამზირი ხვალინდელი აღლუმისთვის მომზადდეს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინა სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის, რეზინის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაშავებულები. როგორც აქციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, მიმდინარეობს მასობრივი დაპატიმრებები.