"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა გენერალ როდიონოვს და საბჭოთა კავშირის სპეცრაზმსაც კი არ გაუკეთებია.
"საბჭოთა კავშირის რაზმის წასრმომადგენლები შემოვიდნენ ერთი მხრიდან და ხალხს გზა დაუტოვეს. დღე ჩვენ ვიყავით ალყაში და ამაზე ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გება. როცა მსხვერპლი არ უნდა სპეცრაზს, ის ყოველთვის ტოვებს გასასვლელს, დღეს სპეცრაზმი წამოვიდა მსხვერპლზე", - განაცხადა ბურჯანაძემ პარლამენტის წინ დარბეული აქციის შემდეგ გაკეთებულ პირველ შეფასებაში.
მისივე თქმითმ, ამით ეს ბრძოლა არ დამთავრდება და მომხდარით მხოლოდ ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო.
ამასთან, ბურჯანაძის ინფორმაციით, დარბევისას საპატრულო პოლიციის მანქანიდან მისი შვილისა და შვილის მეგობრების მიმართულებით ცეცხლიც გაიხსნა.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეს იყო გაფრთხილება, „რადგან, რომ დაემიზნებიდან ისინი აუცილებლად მოარყამდნენ".