რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სახალხო კრების საპროტესტო აქციის მიმართ სპეცდანიშნულების რაზმმა 00:15 საათზე ჭავლი გამოიყენა. გაშვებულია სპეციალური გაზიც.
მას შემდეგ რაც დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს დაშლის შესახენ გაფრთხილების წერილი გადასცეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება დაიწყეს.