"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბირჯანაძე აქციაზე "ძალიან ბევრ ადამიანს" ელოდება.
"ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, უკან დახევას არ ვაპირებთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე წუთის წინ, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მან პარლამენტთან მისვლისკენ ყველა თბილისელს მოუწოდა და მათ სოლიდარობის გამოცხადება ურჩია.
"იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს და მართლაც იყოს ლამაზი არა მხოლოდ ფასადით, არამედ სულიერად, საძირკველი იყოს ძლიერი, რათა ქვეყანა განვითარდეს, მოვუწოდებთ ყველა თბილისელს, დაგვიდგეს გვერდით. დაგვანახეთ, რომ შეგიძლიათ ხალხთან დგომა, დაგვანახეთ, რომ შეგიძლიათ უკეთესი მომავლისთვის იბრძოლოთ", - მიმართა ბურჯანაძემ დედაქალაქის მაცხოვრებლებს.