თბილისის მერიის წარმომადგენლება აქციის ორგანიზატორებს გაფრთხილების წერილი მიუტანეს.
მერიის ინფორმაციით. აქციის მონაწილეებმა განაცხადი შეიტანეს მერიაში, რომელშიც ნათლად იყო აღნიშნული, რომ აქციის ჩატარების თარიღია 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. მერიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს გადაინაცვლონ თბილისის ნებისმიერ ადგილას, მაგალითად, ვაკის პარკში, დედა ენის ბაღში ან ვერის ბაღში.
კრების ერთ-ერი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით მათ იქ დგომის ყველანაირი უფელება აქვთ.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია მათ საშუალებას აძლევს, რომ ხალხის იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც ამჟამად პარტლამენტთანაა, ჩაატაროს აქცია სადაც უნდათ.
"ჩვენ მშვიდობიან მანიფესტაციას ვატარებთ. შიშველი ხელებით ვიბრძვით ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთადერთი იარაღი, რაც გვაქვს არის ჯოხი, რომელიც თავის დასაცავადაა მიმართული. მივმართავ ხელისუფლებას, რომ არ გაუწყერს ღმერთი და რაიმე პროვოკაცია არ მოახდინოს", _ განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
მანამდე კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „სახალხო კრების" აქცია არასანქცირებულ ხასიათს მიიღებს, "პოლიციის შესახებ" კანონი სამართალდამცველებს მისი ძალის გამოყენებით დაშლის უფლებას მიანიჭებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განუცხადეს.
"როცა აქცია არის არასანქცირებული და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ადგილობრივი ორგანო ვალდებულია მისი დაშლის მოთხოვნით მიმართოს მომიტინგეებს, თუკი ამ მოწოდებისადმი დამორჩილება არ ხდება, მაშინ "პოლიციის შესახებ" კანონით სამართალდამცველებს უკანონო საპროტესტო აქციის დაშლის უფლება ენიჭებათ", - განუმარტა "ჯი-ეიჩ-ენს" საია-ს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძემ.
მისივე განმარტებით, წინასწარი შეტყობინების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიტინგის გამართვა კანონით დაშვებული, თუკი მისი მოწყობით არც სატრანსპორტო მოძრაობა და არც ხალხის გადაადგილება არ იზღუდება და იმ კონრეტულ
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრება პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას ამ წუთებშიც მართავს. სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მომიტინგეები პარლამენტთან დარჩებიან და 26 მაისს პრეზიდენტს აღლუმის ჩაბარების საშუალებას არ მისცემენ.