"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას აღლუმის ჩატარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
"ჩვენჯარისკაცებს არაფერს ვერჩით. ჯარმა გაიაროს და რეპეტიცია ჩაატაროს. ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს. რაც შეიძლება აღლუმის ჩატარებას, მოვითხოვ, სააკაშვილმა შეცვალოს რუსთაველის გამზირზე აღლუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრებას" საპროტესტო აქციის გამართვის უფლების ვადა დღეს, 24:00 საათზე ეწურება, რის გამოც დედაქალაქის მერიამ მომიტინგეებს დედაენის ძეგლთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის მიუხედავად, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და ხვალ დაგეგმილი აღლუმის ჩაშლით იმუქრებიან.