"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს" მფლობელი კომპანია "ჯი ემ სი" გახდა. "ჯი ემ სიმ" ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე,10 მლნ.  450 ათას  ლარად შეიძინა. საავადმყოფოს საწყისი ღირებულება 6 მლნ. ლარით იყო განსაზღვრული. კომპანიამ საპრივატიზაციო თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს. 
შეგახსენებთ, რომ "მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" 2616113.00 ლარის დებიტორული და 1168505.00 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.