ოპოზიციონერი თემურ შაშიაშვილი ირაკლი ოქრუაშვილსა და ქართული პარტიის ნაწილს პრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილის სასარგებლო თამაშში ადანაშაულებს.
როგორც შაშიაშვილმა სახალხო კრების აქციაზე განაცხადა, იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც ოქრუაშვილმა და ქართული პარტიის ნაწილმა მიიღეს, მხოლოდ ქვეყნის მტერს შეეძლო.
მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ საქართველოში ჩამოსვლაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ის სააკაშვილის სასარგებლოდ მოქმედებს.
შაშიაშვილმა პარლამენტის მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არ არის პოლიტიკური ორგანო, არამედ საქართველოს მთავარი საკანონმდებლო ორგანო გადაქცეულია სააკაშვილის ბიზნესკლუბად.