სახალხო კრებამ სააკაშვილის რეჟიმის დასრულების საათების დათვლა დაიწყო. პარლამენტის წინ მოწყობილ სცენაზე სახალხო კრების ორგანიზატორებმა პლაკატი გამოაკრეს, სადაც წერია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 15 საათი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ლიდერები მოსახლეობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ, რომ ერთად მოიშორონ დამნაშავე რეჟიმი თავიდან.