ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სიონის სკვერში, ბამბის რიგში, შარდენის ქუჩაზე გაიმართება ყვავილების ფესტივალი "ვარდობისთვე თბილისში".
12:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშთაიდის ბაღში საკონცერტო პროგრამაა დაგეგმილი.
11:00 საათზე "ექსპოჯორჯიაში" წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.
19:00 საათზე ვაკის პარკში, კლუბი "33ა" თანამედროვე მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.
21:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი ჩატარდება.