სახალხო კრება რუსთაველის გამზირზე აღლუმს ჩაიბარებს. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია ბურჯანაძემ განაცხაა.
მან საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, შემოუერთდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გარიჟრაჟზე ერთად შეხვდნენ.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ერთად ვიზეიმებთ და აღლუმს რუსთველის გამზირზე ჩვენ ჩავიბარებთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება და შეკრებილები დაშლას არ აპირებენ.