სახალხო კრების აქციაზე მოქალაქე თემურ ჩხეიძეს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
ჩხეიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა და მიკროფონთან მისულმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ქართველი ერი ერთმანეთს დაუპირისპირდეს და რევოლუციებით ქვეყანა ვერ აშენდება, რის შემდეგაც მას მიკროფონი გამოურთეს.
ჩხეიძის გამოსვლას აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესია მოჰყვა და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამ დროისთვის ჩხეიძემ უკვე დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბურჯანაძემ კი მომიტინგეებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ.