"მარცვლეულზე ექსპორტის გადასახადის (9-14 %) შემოღება უკრაინელ აგრარული სექტორის წარმომადგენლებს 2011 წელს 6 მლრდ. გრინვას დააკარგვინებს", - ამის შესახებ უკრაინის აგრარიკოსთა კავშირის ფერმერთა და მიწათმოქმედთა ასოციაცია და სხვა ასოციაციები აცხადებენ.
interfax-ის ინფორმაციით, აგრარული გაერთიანებების ხელმძღვანელებმა მიმართვა გაუგზავნეს უკარინის პრეზიდენტს და სთხოვეს, ვეტო დადოს უმაღლესი რადის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებს საექსპორტო გადასახადის დაწესების შესახებ.
აგრარიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონის შემოღების მიზანს წარმოადგენს ფერმერთა მდგომარეობის შეგნებური გაუარესება, რაც შემდგომში მათი მიწების შესყიდვის საფუძველი გახდება.