აქციის მონაწილის, მსახიობ დიმა ჯაიანის მტკიცებით, შუაღამისას, როდესაც ხალხი შეცოტავდება, ხელისუფლება საპროტესტო აქციის დარბევას აპირებს.
როგორც ჯაიანმა განაცხადა, ეს ინფორმაცია ერთ-ერთი მომიტინგის ცოლმა მიაწოდა, რომელიც პოლიციაში მუშაობს.
მისი თქმით, ხელისუფლება ელოდება იმ მომენტს, როდესაც ხალხი შემცირდება და მათთან შებრძოლება ადვილი იქნება.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხალხს ერთად დგომისკენ, რათა პროვოკაციები თავიდან აირიდონ.