მოძრაობის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოუწოდებს, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს, რომ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების ხელოვნურად პროვოცირება არ მოახდინოს.
"მე ახლაც ხალხის გვერდით ვარ და მიმაჩნია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, უნდა პარლამენტთან შეიკრინოს, უნდა "თავისუფლების მოედანზე". ამაში არაკონსტიტუციური და არაკანონიერი არაფერია. რაც შეეხება სიტუაციის შესაძლო ესკალაციას, სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ეს არ მოხდეს. ამისთვის, მოვუწოდებ მას, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, რითაც პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი კანონიერების ფარგლებში დარჩება", - განუცხადა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, ამისთვის ხელისუფლება უნდა გადადგეს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე აქცია, რომელსაც "თავისუფლების მოედანზე" უნდა გადაენაცვლა, პარლამენტის შენობის წინ გრძელდება.