სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ბათიშვილი ჯარსა და პოლიციას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს
მისი თქმით, აქვთ მათ იმის დრო, რომ გამოფხიზლდნენ და ყველაფერი გააზრებულად განახორციელონ.
"ჩვენს არაკეთილმოსურნეებს უხაროდათ, რომ ეს აქცია არ ჩატარდებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ ეს აქცია ტარდება და ხალხიც ბევრია. მივმართავ მასმედიის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან იმართებიან, რომ გააშუქონ საღი და ობიექტური ინფორმაცია. მივმართავ ჯარსაც რომ ხალხი და ჯარი არის ერთი მთლიანობა, მათი მთლიანობა კი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს. მინდა მივმართო პოლიციელებსაც, რომ არ აღმართონ ხელი საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არ დაუჯერონ უკანონო ბრძანებებს", - განაცხადა ბათიაშვილმა.