"დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, გია კობახიძის განცხადებით, მიღებულა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შემდეგში უკვე ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა.
"ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს კონსტიტუციის მეხუთე მუხლი. ასვევე ჩვენი უახლოესი გადაწყვეტილებაა, რომ არ ჩატარდეს ხვალ აღლუმი. მინდა გითხრათ, რომ ისეთივე სიამაყის შეგრძნება მაქვს როგორიც მქონდა 1989 წლის 9 აპრილს. მაშინაც იყო სასტიკი მოწინააღმდეგე, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. გარეულ მტერზე უარესი კი ყოველთვის შინაური მტერია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პარლამენტთან შეკრებილი ხალხი და აქციის ორგანიზატორები ვალდებულები არიან იქამდე იდგნენ ვიდრე ხელისუფლება ზეიმებს არ გამართავს მაშინ როდესაც არ ეზეიმებათ.