დემოკრატილული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურაჯნაძე პოლიტიკოსებს ხალხის გვერდში დგომისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ბურჯანაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ბევრი პარტია მუდმივად ეძებდა მიზეზს, რომ ხალხის გვერდით არ მდგარიყო, ზოგი ამბობდა, რომ არ მოწონდათ ნინო უბრჯანაძე ან სხვა პიროვნებები, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ არავინ არ თხოვს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას, არამედ ვთხოვთ რომ შემოუერთდნენ სახალხო კრებას და იყვნენ საკუთარ ხალხთან ერთად. ასევე მოუწოდებ სხვადასხვა პარტიის წევრებს, რომ თუ ვერ შეძლებენ მათი ლიდერები გადაწყვეტილების მიღებას თითონ ჩაიხედონ საკუთარ გულებში და გამოვიდნენ და შემოუერთნდნენ საპროტესტო აქციას", - განაცხადა ბურჯანაძემ.